ჩინეთში ავტომაგისტრალი საყრდენი ბოძიდან გადმოვარდა - VIDEO

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში ჰუანგშის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილი ჩამოინგრა. 

ესტაკადაზე რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, რომელიც ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის ბურჯებიდან გადმოვარდნის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა.