ჩინეთში ბავშვებს TikTok-ში ყოფნის ლიმიტი დაუწესეს

TikTok-ის ჩინელ მომხმარებლებს, რომელებიც 14 წელს მიუღწევლები არიან, აპლიკაციის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ. 

 უფრო მეტიც, მათთვის აპლიკაცია  არ იმუშავებს საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე.

ასეთი შეზღუდვები შემოღებულ იქნა  ახალგაზრდების "ინტერნეტდამოკიდებულების" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

2019 წელს ჩინეთის მთავრობამ მიიღო არასრულწლოვნების ინტერნეტდამოკიდებულების საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს თამაშების დროის შეზღუდას.