ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პირველად ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი მხოლოდ 32 ადამიანს დაუდასტურდა.

ოფიციალური მონაცემებით, ჯამში, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ვირუსს 3335 ადამიანი ემსხვერპლა, 77 400-მდე ადამიანი კი დაინფიცირდა.