ჩინეთში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულების 14% ხელახლა დაინფიცირდა

ჩინეთში, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების 14%-ს ვირუსი ხელახლა დაუდგინდა. ინფორმაციას Peacefmonline-ი ავრცელებს.

ქალაქ ვუჰანის, სადაც ვირუსი აფეთქდა და მსოფლიო პანდემიად იქცა, საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ვირუსის განმეორების შემთხვევაში ის გადამდებია, თუ არა.

Tongji-ის საავადმყოფოს სპეციალისტების განცხადებით, სადაც COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, 145 განკურნებულიდან 5 პაციენტს, კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა, თუცა, მათ ამჯერად ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდათ. ვირუსი არ აღმოაჩნდა არც მათი ოჯახის წევრებს. ასევე დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკურნებული პაციენტების 80-90 პროცენტს, გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის შემდეგ, ორგანიზმში ვირუსის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდათ. 

 ვუჰანის რამდენიმე საავადმყოფოში ჩატარებულმა დაკვირვებამ ერთი და იგივე სურათი აჩვენა, თუმცა, ექიმების განცხადებით, კონკრეტული დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.