ჩინეთში COVID-19-ის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 16 ახალი და კიდევ 16 უსიმპტომო შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოჯანმრთელდა 3 ახალი პაციენტი.

უსიმპტომო მატარებლებს ხელისუფლება ინფიცირებულთა ოფიციალურ მაჩვენებლად არ მიიჩნევს. გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.

ჩინეთში, ვირუსის გავრცელების დღიდან, COVID-19-ით სულ 83 017 ადამიანია ინფიცირებული. 78 307 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 4634 ადამიანი.