ჩინურმა სტარტაპმა "Rokid-მა" ჭკვიანი სათვალე "T1" შექმნა, რომელსაც კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომის, მაღალი ტემპერატურის დასადგენად თერმული სენსორი აქვს ჩაშენებული.
პირველი 1000 სათვალე ჩინეთში გაიყიდა და მათ ხელისუფლება ეროვნულ პარკებსა და სკოლებში COVID-19- ის სიმპტომების დასადგენად გამოიყენებს.
”ფიქსირებული ტემპერატურის გაზომვის გარდა, "T1- ს" სიცხის პორტატული, დისტანციური და სწრაფი შემოწმების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბევრს ადამიანს დაეხმარება”, - განაცხადა "Rokid-ის" ვიცე-პრეზიდენტმა.
სათვალე ფოტოების და ვიდეოების ჩაწერისთვის კამერითა და მეხსიერების ბარათითაა აღჭურვილი. თერმულ სენსორს კი მაღალი ტემპერატურის აღმოჩენა 3 მეტრის დისტანციაზე შეუძლია.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ამჟამად "T1-ის" განახლება მიმდინარეობს, რათა მისი საშუალებით ერთდროულად ბევრი ადამიანის ტემპერატურის ისეთ ადგილებში გაზომვა გახდეს შესაძლებელი, როგორიცა სავაჭრო ცენტრები და აეროპორტებია.