ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ქვეყნის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, ინფიცირებული 41 წლის მამაკაცია, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს.

ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოს უახლოეს მომავალში დატოვებს,

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. მის კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც H10N3-ით ადამიანი დაინფიცირდა.