ჩინეთში გამოიგონეს ქსოვილი, რომელზეც ეკრანია გამოსახული - PHOTO

ჩინეთში, ქალაქ შანხაის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ტექსტილი, რომელსაც დისპლეის ფუნქციების შესრულება შეუძლია. ეს ტექსტილი მათ გამჭვირვალე ფლუორესცენტული ბოჭკოებისგან შეიმუშავეს.

ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა ექვსი მეტრის სიგრძისა და 25 სმ სიგანის ტექსტილის წარმოება შეძლეს. მისი სიკაშკაშე მოხრისა და გაჭიმვის შემთხვევაშიც სტაბილურია. აღინიშნა, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ უფრო დიდი მონიტორებიც შეიქმნას.

ეკრანის ენერგიისთვის გამოიყენება მიკრო-ამპერული წყარო. ასევე, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ტექსტილის გარეცხვა, სადაც ეკრანია მოთავსებული, ფუნქციური თვისებების დაკარგვის გარეშეც შესაძლებელია.