ჩინეთში გაზსადენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებულია

ჩინეთის ქალაქ დალიანში გაზსადენის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ერთს ამ დრომდე ეძებენ.

-09:50-

ჩინეთის ქალაქ დალიანში გაზსადენი აფეთქდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 9 ადამიანი. ინციდენტი დილის 05:50 საათზე, ცზინპუს ახლადაშენებულ რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მოხდა. სერიოზულად დაზიანდა იქვე მდგომი მანქანები, რამდენიმე მათგანს ცეცხლი წაეკიდა.

ორი ადამიანი ადგილზე გადაიცვალა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების გაზის გაჟონვა გახდა.