ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 5 პირი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯილინის პროვინციაში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 5 პირი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Xinhua იუწყება.

გამოცემის ცნობით, 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა. წინასწარი გამოძიების თანახმად, უბედური შემთხვევა  სავენტილაციო მოწყობილობის მოულოდნელმა ავარიამ გამოიწვია. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.