ჩინეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აქედან 36 იმპორტირებულია. ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსის 83 351 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3,342 ადამიანი გარდაიცვალა, 77,816 გამოჯანმრთელდა.