ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3237- ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო ერთ დღე-ღამეში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და 3237 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი. გამოვლინდა დაინფიცირების 13 ახალი შემთხვევა. მთლიანობაში, ვირუსის გავრცელების დღიდან, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80894-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 8043 ადამიანი, რომელთაგან 2622 მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 4%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 84,9%-დან 86%-მდე გაიზარდა.