ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81340-ს მიაღწია

ჩინეთში ვირუსის გავრცელების დღიდან COVID-19-ით 81340 ადამიანი დაავადდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5 ადამიანი. მთლიანობაში დაღუპულთა რაოდენობამ 3292-ს მიაღწია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავლილია და გამოჯანმრთელდა დაინფიცირებულთა 91,6%, თუმცა ქვეყანაში COVID-19-19-ის მეორე ტალღის განვითარება გამორიცხული არ არის.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაინფიცირების ახალი შემთხვევები ჩინეთში უცხოეთიდან ჩასულ მოქალაქეებს გამოუვლინდათ. COVID-19-ის გავრცელებისა მეორე ტალღის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირის ბოლოდან, პეკინი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვრის კვლავ ჩაკეტვას გეგმავს.