ჩინეთში ქვანახშირის მაღაროს ნანგრევებიდან 11 მეშახტე ამოიყვანეს

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ზედაპირზე 11 მეშახტე ამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ინციდენტი მაღაროში 20 ნოემბერს მოხდა. სამაშველო ოპერაციაში 140 მაშველი მონაწილეობდა.