ჩინეთში მაღარო დაიტბორა - დაკარგულია 14 ადამიანი

ჩინეთში რკინის მომპოვებელი მაღარო დაიტბორა, რის შედეგადაც 14 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.

დატბორილი რკინის საბადო ჩრდილოეთ ჩინეთში, შანკის პროვინციაში, დაის მხარეში მდებარეობს.

ინციდენტის სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.