ჩინეთში, მაღაროში 16 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩონგკინის მუნიციპალიტეტში ნახშირის მაღაროში 16 ადამიანი ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო CGTN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაღაროში სულ 17 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან უბედურ შემთხვევას მხოლოდ ერთი მათგანი გადაურჩა. 

სამაშველო ოპერაციის შემდეგ,  გადარჩენილი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის მიზეზების დადგენა კვლავ მიმდინარეობს.