ჩინეთში მაშველებმა შახტაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში შახტაში ჩარჩენილი პირველი მუშა მაშველებმა 2 კვირის შემდეგ ზედაპირზე ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების მომენტში შახტაში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 მაღაროელის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ორი კვირის განმავლობაში, მუშებს საკვებსა და საჭირო მედიკამენტებს ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ.