ჩინეთში მეტროს სადგური დაიტბორა - VIDEO

ჩინეთში, გუანჯოუში მეტროს სადგური დაიტბორა. ინფორმაციას Insider Paper ავრცელებს.

კადრებში, რომლებიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, ჩანს, რომ სადგურის ვესტიბიული ესკალატორამდე წყლითაა დაფარული.

ადგილზე მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა.

ადამიანები სადგურს პანიკაში ტოვებდნენ.