ჩინეთში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიკარგა ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ტრაგედია ქალაქის კაიჩჟოუს რაიონში მოხდა.

მეწყერი გადაუღებელმა წვიმებმა და ღვარცოფმა გამოიწვია, რასაც მიწის დიდი მასივების ჩამოშლა მოჰყვა. დაზიანდა გზები. შეფერხებულია ტრანსპორტის მიმოსვლა. 

ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.