ჩინეთში მეწყერს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ხუანჰანის ოლქის ტერიტორიაზე მოხდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. 

შემთხვევის ადგილზე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.