ჩინეთში მგზავრებს უპილოტო ტაქსები ემსახურებიან

ჩინეთის ქალაქ შენჟენში უპილოტო ტაქსით მომსახურების სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Xinhua წერს.

პროექტი კომპანია DeepRoute-ს ეკუთვნის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მანქანები კვლავ  სატესტო რეჟიმში მუშაობენ. 

ამ დროისათვის ქალაქის მასშტაბით მგზავრებს 20 უპილოტო ტაქსი ემსახურება.

უპილოტო ტაქსით სარგებლობა მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.