ჩინეთში მცირე ზომის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციის მაღალმთიან რაიონში მცირე ზომის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

ინციდენტი ჰეიშუის და მაოქსიის საგრაფოს საზღვარზე მოხდა. განცხადების თანახმად, ვერტმფრენი შენჯენის კერძო კომპანიის საკუთრება იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.