ჩინეთში ნეფრიტის 5000 წლის 10 საამქრო აღმოაჩინეს

ჩინეთში აღმოჩენილია ნეფრიტის 10 საამქრო, რომელთა ასაკი 5000 წელია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ეს აღმოჩენა არქეოლოგებმა ქალაქ ნანიანში გააკეთეს. მათი თქმით, ეს სპეციალისტებს იმ პერიოდის ჩინეთის ცივილიზაციის შესწავლაში დაეხმარება.

მათი თქმით, სამი კარგად შენახული სახელოსნო ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითის (იანშაოს) პერიოდს მოიცავს. აქედან ორის ფართობი 120 კვადრატული მეტრია და მას რთული სტრუქტურა გააჩნია.