ჩინეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომისას შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა 59 წლის მამაკაცმა მიიტანა.

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის განხორციელება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს.