ჩინეთში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 16 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ შანგზიდან 240 ადამიანია ევაკუირებული.

უამინდობის შედეგად 148 სახლი დაინგრა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა. ზარალი დაახლოებით 795 ათასი აშშ დოლარად არის შეფასებული.