ჩინეთში ცინის დინასტიის 130 წლის ქვის ფირფიტა იპოვეს

ჩინეთის ჩრდილოეთ მხარეში, ჰებეის პროვინციაში, ცინის დინასტიის პერიოდის (1644-1911) ქვის ფირფიტა იპოვეს. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ არტეფაქტი იმპერატორ გუანსიუის მმართველობის დროს, 1890 წელს შეიქმნა.

173 სმ სიმაღლის, 69 სმ სიგანისა და 23 სმ სისქის ფირფიტაზე 207 იეროგლიფით გამოსახული წარწერაა დატანილი. წარწერა ადგილობრივი ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესს აღწერს, რომელიც დღეს შემორჩენილი აღარ არის.

სპეციალისტების განცხადებით, ფირფიტას ეროვნული და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.