ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობით გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.

5 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა ხოლო 800 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. 16 ივლისიდან დაწყებული წვიმის შედეგად სტიქიის ზონაში 9 მილიონზე მეტი ადამიანი მოექცა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხენანის პროვინციის ზოგიერთ რაიონში ნალექის ისტორიული მაქსიმუმი მოვიდა.

440 ათასამდე ადამიანი გადაუდებელი დახმარების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა.