ჩინეთში წვიმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში გადაუღებელი წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 8 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სტიქიის შედეგად ტერიტორიიდან 5,6 ათასზე მეტი ადამიანი დროებით საცხოვრებლად მეზობელ სოფლებსა და რაიონებში გადაიყვანეს. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზარალის ოდენობა 104 მილიონ დოლარს აღემატება.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.