ჩინეთში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის შესაჩერებლად ზომებს იღებენ

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქუჩებში ტესტირებების ჩატარება საჭიროებას წარმოადგენს, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე, სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებში უსაფრთხო გარემო შეიქმნას. 

ვუჰანში დღეს 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩაში ტესტირებების ჩატარებით ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის გაკონტროლებას იმედოვნებს.