ჩინოვნიკმა 15 წლის შვილის იუბილეზე 400 კაცი დაპატიჟა - VIDEO

არგენტინაში, ტუკუმანის პროვინციაში, ჩინოვნიკმა 15 შვილის დაბადების დღე, კორონაპანდემიის პირობებში 400 კაციანი წვეულებით აღნიშნა.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში 15 წელი გოგონების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია და მას ოჯახებში და დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ დღისთვის რამდენიმე თვით ადრე ძალიან სერიოზულად ემზადებიან. კორონავირუსისა და აკრძალვების გამო მოქალაქეებს ამ ტრადიციაზე დროებით უარის თქმა მოუწიათ, მაგრამ კანონი ამჯერად თავად ხელისუფლების წარმომადგენელმა დაარღვია.

ქალაქ ალდერეტესის მუნიციპალიტეტის მრჩეველმა ლიუს კორეამ ქალიშვილის 15 წლის დაბადების დღეზე ხალხმრავალი წვეულება გამართა. სტუმრებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატმა გააპროტესტა და ლუის კორეას გადადგომა მოითხოვა. მართალია წვეულება ღია ცის ქვეშ გაიმართა, მაგრამ რეგულაციების თანახმად, შეკრების უფლება მხოლოდ 20 კაცს ჰქონდა. საქმეს პროკურატურა იძიებს.