ჩინური რაკეტის ნაწილები დედამიწაზე ჩამოცვივდა

22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ზუსტი კოორდინატებია: აღმოსავლეთი - 72.47°, ჩრდილოეთი - 2.65°. რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით, თბილისის დროით 06:24 საათზე ჩაცვივდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა. ხოლო, რა გაქვლენა იქონია მისი მცირე ნამსხვრევების დედამიწაზე ჩამოვარდნამ, ამჟამად უცნობია.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი ჩინური რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.