ჩინურმა ზონდმა მარსის ორი ფოტო გამოგზავნა

ჩინეთის კოსმოსურმა ზონდმა Tianwen 1-მა მარსის ორი ახალი სურათი გამოგზავნა. ფოტოები ჩინეთის კოსმოსურმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ (CGTN) Twitter- ზე გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, რომ მარსის უმეტესი ნაწილი ჩრდილშია მოქცეული და განათებული ნაწილი ნახევარმთვარის ფორმისაა.

დეპარტამენტმა განმარტა, რომ ორივე სურათი გადაღებულია, როდესაც მოწყობილობა პლანეტის ზედაპირიდან 11 ათასი კმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა. წითელი პლანეტის პირველი სურათი ჩინურმა ზონდმა თებერვლის დასაწყისში გამოგზავნა. 

მოწყობილობა მარსის ორბიტაზე იმუშავებს თითქმის სამი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მას მოდული გამოეყოფა, რომელიც უტოპიის დაბლობის ტერიტორიაზე დაეშვება და ყველა სისტემის შემოწმების შემდეგ, ყველგანმავალს დატოვებს, რომელიც თავის მხრივ ექსპედიციას დაიწყებს.