ჩქაროსნული მატარებლის ამოტრიალებას მსხვერპლი მოჰყვა

პორტუგალიაში, ქალაქ სოროში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის მიზეზი, მატარებლის რკინიგზის სარემონტო მანქანასთან შეჯახება გახდა .

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 30-მდე დაშავდა.

ალფა პენდულარული მატარებელი, პორტუგალიაში ყველაზე სწრაფია. შემთხვევის დროს ბორტზე 240 მგზავრი იყო.

ადგილზე 163 მაშველი იმყოფებოდა, მათ შორის მეხანძრეები და ორი სამედიცინო ვერტმფრენი.

ფაქტის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.