ჩრდილოეთ ერაყში PKK-ის ტერორისტები გაანადგურეს

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში თურქულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის (ქურთისტანის მშრომელთა პარტია) 3 წევრი გაანადგურა. თურქული მედიის ცნობით, ისინი თურქული მხარის სამხედრო ოპერაცია " მშვიდობის წყაროს" ზონაში აპირებდნენ შეღწევას.

თურქეთს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  1984 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად 7500 სამხედრო და 6800 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.