ჩრდილოეთ იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰოკაიდოს პრეფექტურაში 107 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.