ჩრდილოეთ კაროლინაში ბაპტისტური ეკლესიის მახლობლად სროლა მოხდა

პოლიცია აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰაი-პოინტში ბაპტისტური ეკლესიის მახლობლად სროლის ფაქტს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Fox News ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად ერთი აფროამერიკელი დაიღუპა. პოლიცია მის იდენტიფიკაციას ცდილობს. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. თავდასხმის დეტალები და მოტივი უცნობია.