ჩრდილოეთ კაროლინაში ლეგიონელეზის ინფექციით 4 ადამიანი დაიღუპა და 94 დაინფიცირდა

ჩრდილოეთ კაროლინაში, საყოველთაო ბაზრობაზე ლეგიონელეზის მწვავე ინფექციური დაავადებით 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. დაავადებულთაგან 4 დაიღუპა და 94-ს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. ყველა ეს ადამიანი, ვინც საავადმყოფოს მიმართა, ჩრდილოეთ კაროლინის ბაზრობაზე იმყოფებოდა და მათმა უმეტესობამ ჯაკუზით ისარგებლა.

ლეგიონელეზი ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს პნევმონია, ციებ-ცხელება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა და ხშირ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. ბაქტერია ნესტიან გარემოში ადვილად მრავლდება, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტით არ გადადის. ინფექცია განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისა და მწეველებისთვის, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს.

დაავადება პირველად 1976 წელს დაფიქსირდა.