ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის “უსაფრთხოების პაქტს” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის “უსაფრთხოების პაქტს” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "აუკუსმა", შესაძლოა, "ბირთვული შეიარაღების რბოლა" გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC წერს.

ფხენიანში აცხადებენ, რომ „აუკუსის“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს.

გასულ კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადეს, რომ ერთობლივი “უსაფრთხოების პაქტი” – „აუკუსი“ შეიმუშავეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფდნენ.

ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.