ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარკინიგზო სარაკეტო სისტემა გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფხენიანის განცხადებით, სისტემა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნებისმიერ პოტენციური საფრთხის კონტრშეტევის საპასუხოდაა შექმნილი.

KCNA-ის ინფორმაციით, რაკეტებმა, სამიზნემდე მიღწევამდე, 800 კილომეტრი მანძილი დაფარეს.

ფხენიანის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ადასტურებენ იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც.