ჩრდილოეთ კორეაში აშშ დოლარების მიღება შეწყვიტეს

ფხენიანის ბევრ სავაჭრო წერტილში აშშ დოლარების მიღება შეწყვიტეს. გამყიდველები მომხმარებელს ადგილობრივი ვალუტით გადახდას სთხოვენ.

ამის გამო საელჩოების ნაწილმა ვალუტის სპეციალური გადამცვლელი პუნქტები გახსნა.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ვონა აშშ დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარდა.