ჩრდილოეთ კორეაში კარანტინის დარღვევისთვის პირი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საკარანტინო წესების დარღვევისათვის, პირი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Radio Free Asia ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხელისუფლება ამ ფორმით მოსახლეობის დაშინებას შეეცადა. 

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას უარყოფს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო  ზომები მოქმედებს - ჩაკეტილია ქალაქები, შეზღუდულია პროვინციებს შორის გადაადგილება, აკრძალულია მსხვილი კულტურული ღონისძიებები.

საკარანტინო წესების დარღვევისათვის, პირი სიკვდილით ჩრდილოეთ პიონგის პროვინციაში, ჩინეთის საზღვართან დასაჯეს. მას საზღვარზე ჩინური საქონელი გადაჰქონდა. 

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შიშობს, რომ კონტრაბანდისტები ქვეყანაში ვირუსს შეიტანენ.