ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კორონავირუსის არ ეშინია - PHOTO

მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს ამ კვირაში უვე მეორედ დაესწრო. ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც იგი ნიღბის გარეშეა წარმოდგენილი მაშინ, როცა მის თანმხლებ პირებს ერთნაირი შავი ნიღბები უკეთიათ.

ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის მდებარეობს, აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. თუმცა ფხენიანმა გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი და ქვეყანაში საკარანტინო სისტემა შემოიღო.