"Christie’s" და "amfAR" კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაერთიანდნენ

აუქციონის სახლი, სახელად "Christie’s" და შიდსის კვლევის ფონდი (amfAR) კორონავირუსით დაზარალებული ადამიანებისთვის თანხების შეგროვებას აპირებენ, რადგან კორონავირუსის გამო კანის ფესტივალის საქველმოქმედო გალა აღარ ჩატარდება. 

მათი განცხადებით, წამყვანმა კოლექციონერებმა და მხატვრებმა გასაყიდად ისეთი ნამუშევრები გამოიტანეს, რომლებიც ჯერ არავის უნახავს. 

ეს ორი ორგანიზაცია ძალებს აერთიანებს, რათა ფუნდამენტური დაფინანსების ხარვეზი აღმოფხვრას და ეს შესაძლებლობა კორონავირუსთან ბრძოლისათვის გამოიყენოს",-  ნათქვამია განცხადებაში. 

აუქციონის ჩატარების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი "Christie’s-ს" ნიუ-იორკის ღონისძიებას დაემთხვევა, რომელიც 22 ივნისს იგეგმება. 

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც "amfAR– მა" კორონავირუსთან მასშტაბურ ბრძოლაში ყველას გლობალური ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა.