ჩვენ უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან ერთად მხარს ვუჭერთ - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან ერთად მხარს ვუჭერთ. ჩვენ პარტნიორობისა და მოკავშირეობის მნიშვნელობა გვესმის, რათა რუსული აგრესია შევაკავოთ", - განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელება შეწყვიტოს.