ჩვენი აბები "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია - Merck

ფარმაცევტული კომპანია Merck აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი, COVID-19-ის საწინააღმდეგო აბი "მოლნუპირავირი" კორონავგირუსის "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს აბები "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტური იქნება. ეს მექანიზმი "ომიკრონის" წინააღმდეგ და ნებისმიერი სხვა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც, შესაძლოა, გამოჩნდეს, მოლეკულურ დონეზე იმუშავებს", - განაცხადა კომპანია Merck Research Laboratories ხელმძღვანელმა დინ ლიმ.

მედია აღნიშნავს, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგ მოლნუპირავირის ეფექტის შესახებ ჯერ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, თუმცა აბებმა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის ალბათობის შემცირების კუთხით 30% ეფექტურობა აჩვენა. კვლევა 1433 პაციენტზე ჩატარდა.