CIA-მ "აკუსტიკური" თავდასხმების საგამოძიებო ჯგუფი შექმნა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზვერვის თანამშრომლებზე სავარაუდო "აკუსტიკურ" თავდასხმებს გამოიძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, სამომავლო ინციდენტების მოსაგვარებლად გამოყენებული იქნება CIA-ს რესურსების ფართო სპექტრი. ასევე გამოიყენებენ იმ ცოდნას, რომელსაც დაზვერვის სამსახური  ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა.

2017 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კუბაში საელჩოზე ე.წ. აკუსტიკური შეტევები განხორციელდა. 20-მდე ამერიკელი დიპლომატი მოიწამლა და აღენიშნებოდათ გულისრევა, სმენის დაკარგვა და თავბრუსხვევა.

მაშინ, კუბელმა ექსპერტებმა გამოიკვლიეს და ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც ვაშინგტონის ბრალდებას ამყარებდა.