CIA-ს ხელმძღვანელმა, ჯინა ჰასპელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელმა ჯინა ჰასპელმა თანამდებობა დატოვა.

ჰასპელმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო განყოფილების ხელმძღვანელობა. პოლიტიკოსი თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა. ის იყო პირველი ქალი, ვინც CIA-ს დირექტორი გახდა. საერთო ჯამში, ჰასპელმა 35 წელზე მეტი დრო გაატარა დაზვერვის სამსახურში.

აღნიშნულ თანამდებობას, რუსეთის ფედერაციის ყოფილი ელჩი უილიამ ბერნსი დაიკავებს. იგი საელჩოში 2005-2008 წლებში მუშაობდა. ბერნსი იქნება პირველი დიპლომატი, რომელიც CIA-ს უხელმძღვანელებს.