CNBG-ის ვაქცინამ ადამიანებზე პირველი ტესტირება წარმატებით გაიარა

ჩინური კომპანია, China National Biotec Group-ის (CNBG) მიერ შექმნილმა ვაქცინამ, რომელიც კორონავირუსის ორი შესაძლო ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს, ადამიანებზე ჩატარებულ ცდებში დადებითი შედეგები აჩვენა. 

კომპანიამ აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, CNBG-ის მიერ შექმნილმა ერთ-ერთმა ვაქცინამ ადამიანის ორგანიზმში ხელი შეუწყო კოროვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოებას. დადებითი შედეგი ტესტირებაში მონაწილე 1 120-ვე სუბიექტმა აჩვენა.

ივნისის დასაწყისში CNBG-მა განაცხადა, რომ მისი ვაქცინების კიდევ ერთი ტესტირება, რომელიც ქალაქ ვუჰანში მიმდინარეობდა ადასტურებდა, რომ პრეპარატი უსაფრთხოა და ცდებში მონაწილე პირების უმეტესობამ ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა გამოიმუშავა.

ჩინეთი კორონავირუსის 8 შესაძლოა ვაქცინას ავითარებს და ამ სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა. თუმცა, ამ დროისათვის, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მიერ შექმნილ ვაქცინას გაუვლია ტესტირების მე-3 ეტაპი. ტესტირების ამ ეტაპისთვის საჭიროა მასში ათასობით ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბუნებრივ გარემოში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული.