CNN-ის ვარსკვლავს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

CNN-ის ცნობილმა ტელეწამყვანმა, 63 წლის ქრისტიან ამანპურმა მაყურებელს აუწყა, რომ მას საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ BBC წერს. 

"მე მისი ამოკვეთის სერიოზული, წარმატებული ოპერაცია მქონდა. ახლა საუკეთესო გრძელვადიანი პროგნოზისთვის ქიმიოთერაოპიას ვიტარებ", - განაცხადა 63 წლის ამანპურმა, რომელიც ბოლო 4 კვირის მანძილზე ეთერში არ გამოჩენილა.

ქრისტიან ამანპურმა აღნიშნა, რომ საკვერცხეების კიბო გავრცელებული დაავადებაა, რომელის მილიონობით ქალს ემართება. მას სურს, ამ ისტორიის მოყოლით, უბიძგოს ქალებს. გაიარონ შემოწმება და საკუთარ სხეულს ყური დაუგდონ.

ტელევარსკვლავმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით ბიანა გოლოდრიგას, რომელიც მას ეთერში ცვლიდა.