CNN-სა და HBO-ს მფლობელი Discovery-სთან გაერთიანებას გეგმავს

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კონგლომერატი AT&T, რომელიც ფლობს CNN-ს, HBO- ს და Warner Bros-ს, მოლაპარაკებებს აწარმოებს Discovery-სთან გაერთიანების შესახებ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიები შესაძლო შერწყმას განიხილავენ, რაც გამოიწვევს ახალი სტრიმინგ-პლატფორმის გაჩენას, რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Netflix-ს. ამავე დროს, ჯერჯერობით უცნობია, წარმატებით დასრულდება თუ არა გარიგება.

AT&T-მა და Discovery-მ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, AT&T უზრუნველყოფს ადგილობრივ და საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურებას. ის არის აშშ-ში სიდიდით მეორე ინტერნეტ პროვაიდერი. ხოლო Discovery, Inc. ფლობს სატელევიზიო არხებს, რომელშიც შედის Discovery Channel, Animal Planet, Investigation Discovery, Discovery Family, Science Channel, TLC, HGTV და სხვები.